Monday, June 11, 2012

LOUIS VUTTON

ლუი ვიუტონი (ფრანგ. Louis Vuitton, ზოგჯერ უბრალოდ LV) — ფრანგული მდიდრული მოდის და ტყავის ნივთების ბრენდი. კომპანიის სათაო ოფისი პარიზში მდებარეობს. ბრენდი თანამშრომლობს მარკეტინგისა და დიზაინის სფეროში მოყვაწე ცნობილ ადამიანებთან და ცნობილია მის მიერ წარმოებული ხელჩანთებისა და ჩემოდნებისთვის.


 დღესდრღეისობით Louis Vuitton-ის ლოგო ამშვენებს ჩანთებს, ჩემოდნებს თუ საფულეებს მთელი მსოფლიოს გარშემო. ამ ფირმის ისტორია დაიწყო იმ დღიდან, როდესაც 33 წლის ლუისმა პარიზში გახსნა ჩემოდნების მაღაზია. ლუისი დაიბადა 1821 წელს პატარა ქალაქში. 14 წლის ასაკში მან დატოვა სახლი და დასახლდა პარიზში. 2 წლის შემდეგ ლუისი ნაპოლეონ მესამემ აირჩია რათა გაეკეთებინა ჩემოდნები იმპერატრი ეუჯინის კაბებისთვის. ლუის ვუიტონის შექმნილი ჩემოდნები გამოირჩეოდნენ თავისი პრაქტიკულობით. ლამაზმა დიზაინმა და მაღალმა ხარისხმა ვუიტონის ნამუშევრები პოპულარული გახადა პარიზის მაღალ საზოგადოებაში. 

ახალი ჰოლდინგი გაფორმდა 1987 წელს სახელით LVMH. ეს ჰოლდინგი ფლობს 50-ზე მეტ განსხვავებულ შვილობილ კომპანიას. მათ შორის ყველაზე ძველია ფრანგული ღვინის კომპანია Château d'Yquem, რომელიც 1593 წელს დაარსდა. დღესდღეისობით ‘’Louis Vuitton’’-ის ნაწილი კონტროლდება დიორის მიერ.

შანელი

შანელის სახლი, უკეთ ცნობილი, როგორც შანელი (ფრანგ. Chanel) — პარიზული მოდის სახლი საფრანგეთში, რომელიც კოკო შანელმა დააარსა. ფორბსზე დაყრდნობით, შანელის სახლი ალენ და ჟერარ ვერტჰემერების ერთობლივი კერძო კომპანიაა, რომლებიც შანელის სახლის ადრეული (1924 წლის) პარტნიორის — პიერ ვერტჰემერის შვილიშვილები არიან.
გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი (Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel) (დ. 19 აგვისტო, 1883 — გ. 10 იანვარი, 1971) — მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა