Monday, June 11, 2012

შანელი

შანელის სახლი, უკეთ ცნობილი, როგორც შანელი (ფრანგ. Chanel) — პარიზული მოდის სახლი საფრანგეთში, რომელიც კოკო შანელმა დააარსა. ფორბსზე დაყრდნობით, შანელის სახლი ალენ და ჟერარ ვერტჰემერების ერთობლივი კერძო კომპანიაა, რომლებიც შანელის სახლის ადრეული (1924 წლის) პარტნიორის — პიერ ვერტჰემერის შვილიშვილები არიან.
გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი (Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel) (დ. 19 აგვისტო, 1883 — გ. 10 იანვარი, 1971) — მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა

No comments:

Post a Comment